ნოვი სადის GEO სამუშაო შეხვედრა

დედამიწაზე დაკვირვების სამომავლო საქმიანობები ბალკანეთის ფართო რეგიონში

და

ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (EU Joint Research Centre – JRC) სპეციალიზებული ღონისძიება ”დუნაის მონაცემთა და სერვისების რეფერალური ინფრასტრუქტურა (Danube reference data and service infrastructure – DRDSI)

სექტემბერი 19-21, 2013
ნოვი სადის, სერბეთი

ოფიციალური ვებ სემინარი
ადგილი: Hotel Park, Novosadskog sajma 35, ნოვი სადის, სერბეთი
საგანმანათლებლო დაწესებულების უნივერსიტეტის ნოვი სადის, სერბეთი

ნოვი სადში გამართულმა ღონისძიებამ თავი მოუყარა მე-7 ჩარჩო პროგრამის 6 მიმდინარე და 3 დასრულებული პროექტის 140 ექსპერტს, ევროკომისიის, დედამიწაზე დაკვირვებების ჯგუფის (Group on Earth Observations – GEO) და ევროკავშირის დუნაის რეგიონის სტრატეგიის (EU Strategy for the Danube Region – EUSDR) მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, აგრეთვე რეგიონის მთავრობების წარმომადგენლებს. სამუშაო შეხვედრა წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას დედამიწაზე დაკვირვებების საქმიანობების კოორდინაციის უკანასკნელი მიღწევების, ასევე ბალკანეთის რეგიონის სამომავლო გეგმების გასაცნობად აღნიშნული მიმართულებებით. მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტების BalkanGEONet, IASON, EOPower, DANCERS, enviroGRIDS, ENORASIS და InnoSense კოორდინატორებმა მოიწვიეს ყველა დაინტერესებული მხარე, რათა მონაწილეობა მიეღოთ ნოვი სადის შეხვედრაში, წვლილი შეეტანათ დისკუსიებში, გაეცვალათ ინფორმაცია და ჩამოეყალიბებინათ ერთობლივი სტრატეგია ევროკავშირის სამომავლო H2020 პროგრამის მიმართ. ევროკავშირის გაერთიანებულმა კვლევითმა ცენტრმა (JRC) ორგანიზება გაუწია სპეციალური სესიას, რომელიც მიეძღვნა შესაძლო პარტნიორობის პერსპექტივებს DRDSI-სა და დედამიწაზე დაკვირვების პროექტებს შორის რეგიონში. მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესაძლო წვლილი DRDSI-ში, წამოაყენეს რეკომენდაციები დედამიწაზე დაკვირვებების კომპონენტების მიმართულებით და ჩამოაყალიბეს სინერგიზმის წინადადებები მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში.

სამუშაო შეხვედრა რეგისტრირებული იყო როგორც GEO-ს ოფიციალური ღონისძიება: http://www.earthobservations.org/meetings.shtml

Online bookmaker the UK http://whbonus.webs.com/ William Hill
http://bigtheme.net/wordpress