2015 IASON-ის საბოლოო შეხვედრა სალონიკი, საბერძნეთი აპრილი 22-25 შეიტყვეთ მეტი
პროექტის IASON საერთო მიზანს წარმოდგენს ჩამოაყალიბოს ევროკავშირისა წევრი და მისი ორი მნიშვნელოვანი სამეზობლოს, ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო და არასამეცნიერო ინსტიტუციების, დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის საწარმოების მუდმივმოქმედი და მდგრადი ქსელი. პროექტის ძირითად ფოკუსს დედამიწაზე დაკვირვების (Earth Observation – EO) მეთოდების გამოყენება და დანერგვა წარმოადგენს შემდეგი მიმართულებებით:
IASON-ი ეფუძნება ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამით დაფინანსებული 5 პროექტის OBSERVE, enviroGRIDS, GEONETCab, EGIDA, და BalkanGEONet განხორციელების შედეგად შეძენილ გამოცდილებას. ყველა ამ პროექტის ძირითად ფოკუსს ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს ქვეყნებში დედამიწაზე დაკვირვების მიმართულებით შესაძლებლობების, ცოდნის და ტექნოლოგიების გაძლიერება წარმოადგენდა. ამ პროექტების განხორციელებისას მოხერხდა კავშირების დამყარება კვლევითი ინსტიტუციების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების, დაინტერესებული მხარეების და პოლიტიკის მესვეურთა კრიტიკულ მასასთან ბალკანეთის რეგიონში, ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზებში.
IASON-ი ცდილობს შექმნას წინაპირობები დედამიწაზე დაკვირვების აპლიკაციების და მეთოდების გამოყენებისთვის საჭირო ცოდნის გაზიარების, შესაძლებლობების ამაღლების და საბაზრო მექანიზმების გასაძლიერებლად ისეთი სპეციფიკური მიმართულებებით, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, რესურსების გამოყენების ეფექტურობა და წიაღისეული ნედლეულის მართვა.
პროექტის მიზნების მისაღწევად IASON-ი ახორციელებს შემდეგს:
![]() |
IASON - Fostering sustainability and uptake of research results through Networking activities in Black Sea & Mediterranean areas |
![]() |